რედაქტორის გვერდირელიგია

მივიჩნიოთ თუ არა სასწაულად ზუგდიდში, ფანჯარაზე გამოსახული ღვთისმშობელი?

როგორც ცნობილია, ზუგდიდში რამდენიმე სახლის ფანჯრის მინაზე, გამოისახა ღვთისმშობლის სახე. მორწმუნეები ამ სახლების კედლებთან სანთლებს ანთებენ, ლოცულობენ, იღებენ ფოტოებს და ავრცელებენ სოციალური ქსელით. საინტერესოა, რას ფიქრობენ ამ ფაქტთან დაკავშირებით სასულიერო პირები?

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მდივანი დიმიტრი ვეკუა მიიჩნევს, რომ უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის მოქალაქეების მიერ გავრცელებულ ცნობებს, თითქოს ზუგდიდში რამდენიმე სახლის ფანჯრის მინაზე ღვთისმშობელი გამოისახა.
„ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც შეისწავლის ამ საკითხებს. ვის ოჯახში ხდება? როგორ ხდება? არიან თუ არა ამ ოჯახის წევრები მორწმუნეები? და ა.შ. და ბოლოს უკვე დაიდება დასკვნა, რომ არ იქნეს მოსახლეობა რაღაც შეცდომაში შეყვანილი.

კეთილმორწმუნე ქრისტიანს არ უნდა აშინებდეს მსგავსი ფაქტები და ეს არც უნდა იყოს რაღაც მდგომარეობიდან გამოსვლის საბაბი. როცა ეკლესია დააფიქსირებს თავის მკვეთრ პოზიციას ამასთან დაკავშირებით და გვეტყვის, რომ დიახ, ეს გახლავთ ნამდვილად სასწაულებრივი მოვლენა, მიბრძანდით, ილოცეთ, პარაკლისები გადაიხადეთ, და როცა იქნება შესაბამისი ლოცვა-კურთხევა გაცემული ეკლესიის უმაღლეს იერარქთა მიერ, მაშინ ჩვენ აუცილებლად ვალდებულები ვიქნებით შევასრულოთ ეს ლოცვა-კურთხევა“, – აცხადებს დიმიტრი ვეკუა.

,,ეს მოვლენა უნდა განვიხილოთ თუ არა სასწაულის რანგში, გეტყვით, რომ სასწაულები ზოგადად ხდება ჩვენს ირგვლივ. კეთილმორწმუნე ქრისტიანისთვის სასწაული ხდება წმინდა ლიტურგიაზე, როცა ქრისტეს ვეზიარებით; სასწაული ხდება ნათლობის დროს. სასწაული გახლავთ ის, რომ ღვთისმშობლის კვართზე გამოსახულია მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი. სასწაულია მაცხოვრის საფლავზე გარდამოსული წმინდა ცეცხლი. საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში გახლავთ სასწაულებრივად უხრწნელი სხეულები, მირონმდინარე ხატები და უამრავი სხვა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩემს მიერ ჩამოთვლილი დადასტურებული ფაქტები ქრისტეს წმინდა სამოციქულო ეკლესიის მიერ საუკუნეთა უწყვეტ რეჟიმში გახლავთ დადასტურებული და აღიარებული.
მე მოვისმინე სოხუმელი მღვდლების პოზიციაც, რომლებიც სოხუმიდან ჩავიდნენ გალში, ანალოგიური ფაქტი გამოვლინდა. მათი პოზიციაც გახლავთ ის, რომ იქაც არ იყო სახე ხატისა, თუ გამოსახულებისა, რაც გამოისახა ამ ფანჯარაზე, და ზოგადად ჯერ ეკლესია არ დაინტერესებულა და გამოხმაურება არ ყოფილა“.

მედიით გავრცელებული ცნობების თანახმად, ზუგდიდში რამდენიმე სახლის ფანჯრის მინაზე, როგორც მართლმადიდებელი მორწმუნეები ამბობენ, გამოისახა ღვთისმშობლის სახე. მორწმუნეები სახლების კედლებთან სანთლებს ანთებდნენ, ლოცულობდნენ და იღებდნენ ფოტოებს.

წყარო: livepress.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close