რედაქტორის გვერდისამართალი და კრიმინალი

ირაკლი ჩხვირკიას დედა: ჩემს შვილს ახსოვს აფხაზეთის ომი და იმიტომ იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ

დაპატიმრებული ირაკლი ჩხვირკიას დედა, ცისანა როსტობაია, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ აცხადებს, რომ ის იყო პოლიტიკური.

„ნამდვილად მქონდა იმის იმედი, რომ მოსამართლე სამართლიან გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა იმიტომ, რომ პროკურატურის ბრალდებები ძალიან უსუსური იყო, წაიკითხეს დაწერილი და არცერთ შეკითხვას პასუხი არ გასცეს. დადეს ცრუ მოწმეების ჩვენებები.“ – აცხადებს ცისანა როსტობაია.

მან აღნიშნა, რომ მისმა შვილმა სასამართლოს ქრონოლოგიურად მოუყვა დღის განვითარებული მოვლენები. „ ბოლო გემით დავტოვე ქალაქი, როდესაც სოხუმი უკვე იწვოდა. ჩემს შვილს ახსოვს აფხაზეთის ომი და იმიტომ იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ, რომ უნდა დაბრუნება სახლში, “ – აცხადებს ცისანა როსტობაია.

მას არ გაურკვევია, რატომ იჭერენ მის შვილს, რადგან, როდესაც ის ბათუმში ჩავიდა, ქალაქი უკვე გადამწვარი იყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close