თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის შონ სპაისერის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყნის კიბერუსაფრთხოებაზე ზრუნავს და ამისთვის სპეციალური კომისიაც შექმნა.

მისი თქმით, კიბერთავდასხმების თავიდან ასაცილებლად, ტრამპმა ხელი მოაწერა დირექტივას, რომლის მიხედვითაც, ეროვნული უსაფრთხოების სფეროს თანაშემწე, იწყებს კომპიუტერული სისტემის აბსოლუტურ შემოწმებას.

გარდა ამისა, შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც არჩევნების დროს, გააკონტროლებს კომპიუტერულ ბაზას.  “კომისია უნდა დარწმუნდეს, რომ ხმის მიცემის ყველა ეტაპი, იმსახურებს ნდობას”, – განაცხადა სპაისერმა.

23 ივნისს The Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ელექტრონული ზომები, 2016 წლის ამერიკულ არჩევნებში რუსების ჩარევის საპასუხოდ მიიღო. საქმე ეხება სპეციალურ პროგრამას, რომელიც რუსეთის ფედერაციის ინფრასტრუქტურების სუსტ წერტილებს გამოავლენს და მასში ე.წ. იმპლანტებს ჩანერგავს, რომ საჭირო მომენტში შესაძლებელი გახდეს მისი მწყობრიდან გამოყვანა.

მარტის დასასრულს, აშშ-ის სენატში რუსი ჰაკერების აშშ-ის წინასაარჩევნო კამპანიაზე ზემოქმედების საქმეზე მოსმენა დაიწყო. სენატის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მარკ უორენმა რუსეთის ხელისუფლება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობაში დაადანაშაულა.

Imedinews.ge

კომენტარები
Загрузка...