პოლიტიკა

ტრამპმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარა

ამერიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა უპრეცენდენტო დოკუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის უპრეცენდენტო მხარდაჭერას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აშშ-ს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ საქართველოს მხარდამჭერ საკანონმდებლო აქტთან დაკავშირებით განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობს არაღიარების პოლიტიკის განხორციელებას.
„ეს არის პირველი დოკუმენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. პრაქტიკულად, კანონის დონეზე არის საუბარი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაზე, ჩვენი რეგიონების ოკუპაციაზე რუსეთის მხრიდან. ეს არის უპრეცენდენტო მხარდაჭერა და ცხადყოფს იმ ძალიან მყარ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც აკავშირებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო აქტს, რომლითაც პირველად მოხდა აშშ-ს კანონით საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების, რუსეთის მიერ ოკუპირებულად აღიარება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close