ტრაგედია ორთაჭალაში
„ცუგა მოკვდა, პატრონი უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი გადაიყვანეს კლინიკაში“

ტრაგედია დატრიალდა გუშინ თბილისში. ორთაჭალაში, კალანდაძის ქუჩაზე ტრაქტორი დაგორდა და 3 ავტომობილს დაეჯახა. შემთხვევა ბეჟან კალანდაძის ასახვევთან მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა ორი ადამიანი. მათგან ერთ-ერთი დღეს კლინიკაში გარდაიცვალა. ქალს ოპერაცია „ნიუ ჰოსპიტალში” ჩაუტარდა, თუმცა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
.
ამბები.ჯი-იმ როგორც გაარკვია, გარდაცვლილი ქალი ვალენტინა ასიტაშვილია.
-საშინელი სანახავი იყო ეს ყველაფერი. ტრაქტორი დაგორდა და დაეჯახა ქალს, ძაღლი ეჭირა ხელში, ცუგა მოკვდა, პატრონი უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი გადაიყვანეს კლინიკაში. სამწუხაროდ, ვერ გადარჩა, – აუყვებიან თვითმხილველები ამბები.ჯი-ის.