საზოგადოება

ტერორისტული საფრთხის გამო ჩაშლილი როკ-ფესტივალი განახლდა

გერმანიის ქალაქ გესენის ოლქის ფედერალური მიწის პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა მას შემდეგ, რაც როკ-ფესტივალზე -Rock am Ring, მოსალოდნელ ტერორისტულ საფრთხეზე გახდა ცნობილი. აღმოჩნდა, რომ დაკავებულები თანამშრომლობდნენ ფესტივალის ორგანიზატორებთან. ერთ-ერთ მათგანს კი, სავარაუდოდ,  კავშირი ჰქონდა ისლამისტებთან.

ნიუბერგის პოლიცია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე  მიმდინარეობს გამოძიება. ტერორისტული საფრთხის არსებობის გამო, როკ ფესტივალის ორგანიზატორებმა ღონისძიება შეაჩერეს. უსაფრთხოების სამსახურმა დაახლოებით 90 ათასს ადამიანს სასწრაფოდ დაატოვებინა სტადიონი. მოგვიანებით პოლიციაში განმარტეს, რომ ფესტივალის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც კონკრეტული ეჭვი გაჩნდა, რომ იქ ტერორისტები იყვნენ. პოლიცია ყველა ინფორმაციას არ ასაჯაროებს, თუმცა აცხადებს, რომ ჩაშლილი როკ-ფესტივალი აუცილებლად განახლდება.

ჩვენი ინფორმაციით, როკ-ფესტივალი უკვე განახლდა.

სალომე მგელიაშვილი

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close