მსოფლიო

ტერაქტი გერმანიაში

რა ინფორმაცია ვრცელდება ტრაგედიის ადგილიდან

პა­რას­კევ სა­ღა­მოს, ცენ­ტრა­ლუ­რი გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ მაგ­დე­ბურ­გში, სა­შო­ბაო ბაზ­რო­ბა­ზე მან­ქა­ნა ხალ­ხის მა­სა­ში შე­იჭ­რა.

.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­შავ­და ათო­ბით ადა­მი­ა­ნი. გერ­მა­ნუ­ლი მა­უ­წყებ­ლის MDR-ის ცნო­ბით, მომ­ხდა­რის შე­დე­გად სულ ცოტა ერთი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

პო­ლი­ცი­ამ მძღო­ლი და­ა­კა­ვა, – ამის თა­ო­ბა­ზე იტყო­ბი­ნე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით გერ­მა­ნი­ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო dpa იტყო­ბი­ნე­ბა.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ხუ­რა სა­შო­ბაო ბაზ­რო­ბა და ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რი.

მაგ­დე­ბურ­გი საქ­სო­ნია-ან­ჰალ­ტის შტა­ტის დე­და­ქა­ლა­ქია და ბერ­ლი­ნის და­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე­ობს, ქა­ლაქ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 240 000 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს.

შე­გახ­სე­ნებთ, 2016 წლის 19 დე­კემ­ბერს ბერ­ლინ­ში, ის­ლა­მის­ტი ექ­სტრე­მის­ტი თავ­დამ­სხმე­ლი სა­შო­ბაო ბაზ­რო­ბა­ზე დამ­სწრე­თა მა­სა­ში სატ­ვირ­თო მან­ქა­ნით შე­იჭ­რა, რის შე­დე­გა­დაც 13 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და ათო­ბით და­შავ­და. თავ­დამ­სხმე­ლი რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ იტა­ლი­ა­ში სრო­ლის დროს მოკ­ლეს.

ამბები.ჯი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close