რედაქტორის გვერდისაზოგადოება

ტელეჟურნალისტი ეკა ხოფერია ,,იმედზე” პოლიტიკურ თოქშოუს წაიყვანს

ტელეჟურნალისტი ეკა ხოფერია ტელეკომპანია ,,იმედზე” პოლიტიკურ თოქ შოუს წაიყვანს. აღნიშნული ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნანა ლეჟავამ ეს ინფორმაცია დაადასტურა. ლეჟავას თქმით, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, როდის გავა ეთერში გადაცემა, რადგან დეტალები ამ დროისთვის ზუსტდება. ,,ჯერ ვფიქრობთ, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ. ამაზე მოგვიანებით ჩვენვე განვაცხადებთ. ეკა თუ იქნება წამყვანი, ძალიან კარგი იქნება”, -განაცხადა ნანა ლეჟავამ. კითხვაზე, წამყვანის პოზიციაზე განიხილება თუ არა კიდევ სხვა კანდიდატი, საინფორმაციო სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ შიდასამზარეულოზე საუბარი არ სურს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close