რედაქტორის გვერდისაინტერესო

ტაქსი 5-ის საჭესთან კვლავ სამი ნასერია

ლიუკ ბესსონმა ფრანგმა რეჟისორმა პროდიუსერმა და სცენარისტმა, არც თუ ისე დიდი ხნის წინ თავის ინსტაგრამში გამოაქვეყნა გახმაურებული კინოკომედიის ტაქსი 5 სცენარი. ამ ორიგინალური ხერხით მან ინტერნეტ მეგობრებსა და საზოგადოებას ამცნო, რომ მისი გახმაურებული ფილმის გაგრძელება უკვე დაიწყო. ტაქსისტის ახალი თავგადასავლები რომ აუცილებლად იქნებოდა, ეს გასულ წელს გაასაჯაროვა. ახლა კი მოვიდა მოქმედების დრო, ასეთია მისი გზავნილის შინაარსი.

გახმაურებული ფილმის მთავარი სიუჟეტი, როგორც მოგეხსენებათ ლიხაჩი ტაქსისტის თავგადასავალია. რომელიც მაღალი სისწრაფით დაჰქრის ქალაქ მარსელის ქუჩებში, ყოველგვარი საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის წესების დარღვევით, რითაც ადგილობრივი პოლიციის უკმაყოფილებას იწვევს. თუ რა ახალ სახალისო მომენტებს შემოგვთავაზებს რეჟისორი უკვე მომავალი წლის დასაწყისში ვიხილავთ.კინოეპოპეის მთავარი როლის შემსრულებელი კვლავ განუმეორებელი სამი ნასერია. ფილმის რეჟისორი ფრანკ გასტამბიდი ხოლო სცენარისტები მალიკ ბენტალხა და ახმედ ხამიდი არიან.

ნანა ჯოხარიძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close