5 წლის ნინიკო ბიწაძემ ლეიკემია დაამარცხა. როგორც ნინიკოს დედამ, ანა საღირაშვილმა რადიო „ფორტუნას“ უთხრა, მის შვილს ლეიკემიის დიაგნოზი ორი წლის წინ დაუსვეს. ბავშვის დედას უთხრეს, რომ საზღვარგარეთ წაყვანას აზრი არ ჰქონდა, რადგან ბავშვის სიცოცხლეს ვერ გადაარჩენდნენ. ახლობლების თანადგომით, პატარა ნინიკო სამკურნალოდ საფრანგეთში მაინც გადაიყვანეს, გუშინ კი მედიკოსებისგან სასიხარულო ამბავი შეიტყვეს, რომ ბავშვი სრულიად ჯანმრთელია და რომ მან ლეიკემია დაამარცხა:
.
როგორც რადიო „ფორტუნას“ ანა საღირაშვილმა უთხრა, შვილს ლეიკემიის დიაგნოზი ორი წლის წინ დაუსვეს. ბავშვის დედას უთხრეს, რომ საზღვარგარეთ წაყვანას აზრი არ ჰქონდა, რადგან ბავშვის სიცოცხლეს ვერ გადაარჩენდნენ.
ანას თქმით, შვილის მძიმე დიაგნოზმა მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა, თუმცა ბევრი ბრძოლის, გათენებული ღამეების და ახლობლების თანადგომით, პატარა ნინიკო სამკურნალოდ საფრანგეთში გადაიყვანეს, გუშინ კი მედიკოსებისგან სასიხარულო ამბავი შეიტყვეს, რომ ბავშვი სრულიად ჯანმრთელია და რომ მან ლეიკემია დაამარცხა:
-მზად ვარ, ყველას მოვუყვე ამ გამარჯვებაზე, რათა სხვისთვის იყოს სტიმული, რომ არასოდეს დანებდეს. როდესაც ერთ ფარატინა ფურცელზე დაწერილმა ჩემი შვილის მძიმე დიაგნოზმა თავდაყირა დააყენა ჩემი ცხოვრება და სულიერი სიმშვიდე წამართვა, გულში მხოლოდ იმედი და უფლის რწმენა ჩავისახლე, დანარჩენს ინსტინქტებით მივყვებოდი, თქვენი გვერდში დგომით კი ეს შედეგი მივიღეთ, რომ დღეს ვთქვა ,,ჩემი ნინიკო სრულიად ჯანმრთელია!“.
9 თვე საავადმყოფოში ვიცხოვრეთ, ოჯახის წევრებივით იყვნენ ნინიკოსთვის ფრანგი ექიმები და ექთნები, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებდნენ, რისთვისაც მთელი ცხოვრება მათი მადლიერი ვიქნები… ცხოვრების ამ რთულ გზაზე ყოველ წუთს გვერდით მედგა მეუღლე, რომლის გარეშეც მე ამდენს ვერ შევძლებდი. მადლობა მას ამ ნებისყოფისთვის, ის მართლაც გმირი მამაა…
მადლობა შვილებს, ჩემს ბიჭებს ამ მოთმინებისთვის, რასაც ისინი 2 წელია შეგნებულად ითავისებენ… მადლობა ოჯახის წევრებს ყველაფრისათვის!
მადლობა თქვენ ყველას, ვინც კი ერთი სანუგეშო სიტყვა გამოიმეტეთ, უფალს ავედრებდით ნინიკოს ჯანმრთელობას, სიკეთის ხელი გამოგვიწოდეთ და გვერდში გვიდგახართ დღემდე… ყველა მახსოვს! ყველა გამოწვდილი ხელი მახსოვს! ყველა სიკეთე მახსოვს!