პოლიტიკარედაქტორის გვერდი

,,ხალხის პარტიის” თავმჯდომარე პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებას გაერთიანებას სთავაზობს

,,ხალხის პარტიის” თავმჯდომარე ალექსანდრე კობაიძე პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებას გაერთიანებას და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სთავაზობს. კობაიძე არასაპარლამენტო პარტიებს ქვეყნის ფასეულობებისა და ღირებულებების დასაცავად ერთად დგომისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, ის მზადაა, საკუთარ ოფისში და მის გარეთაც მიიღოს როგორც პოლიტიკოსები, ასევე თითოეული მოქალაქე და იბრძლოს ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.
 ,,აუცილებელია საერთო სახალხო ერთობა, რათა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ღირებულებები და ფასეულობები, ჩამოვიშოროთ ის კოჰაბიტირებული ხელისუფლება, რომელსაც სამომავლოდ ისევ იგივე შემადგენლობით სურს ქვეყნის სათავეში დარჩენა. ქვეყანა სავალალო მდგომარეობაში იმყოფება. სამწუხაროდ, პოლიტიკურ პარტიებსა და სუბუექტებს არ გვაძლევენ საშუალებას, საკუთარი ქვეყნისთვის ვიბრძოლოდ. არ დაგვიტოვეს საინფორმაციო წყარო, საიდანაც მოსახლეობას გავესაუბრებით. დაგვიბლოკეს მედია საშუალებები, რომლითაც ჩვენ ხმას ვაწვდიდით მოსახლეობას. სხვაზე რომ არაფერი ვთქვა, საზოგადოებრივ არხიც, რომელსაც მოსახლეობა აფინანსებს გვიზღუდავს ეთერებსა და საინფორმაციო დროს, რაც ჩვენში მხოლოდ უნდობლობას იწვევს. სამწუხაროდ, მოსახლეობა სრულ ნიჰილიზმში და გაჭირვებაშია, რაც უკან დასახევ გზას არ გვიტოვებს. უბრალოდ, არ გვრჩება უმოქმედობის დრო.
 არავის მივცეთ უფლებას, გვამყოფოს ტყუილში. არავის მივცეთ უფლებას, დაგვიმახინჯოს და საკუთარ თავზე მორგებული კონსტიტუცია თავს მიგვახვიოს. არ მივცემთ ტოტალიტარული სახელმწიფოს ჩამოყალიბების უფლებას. ჩვენ არ გვაქვს დრო, ვიბრძოლოთ ხელისუფლებისთვის. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად.
 მე, ,,ხალხის პარტიის” თავმჯდომარე, ალექსანდრე კობაიძე ვიბრძვი არა ხელისუფლებისთვის, არამედ ჩემი ქვეყნისა და შვილების უკეთესი მომავლისთვის. შესაბამისად, მოგმართავთ ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრებს, თითოეულ მოქალაქეს და პოლიტიკურ პარტიებს, შევქმნათ საერთო სახალხო ერთობა და დავდგეთ ქვეყნის სადარაჯოზე”, აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close