ჯანდაცვა

გაგუას კლინიკაში გარდაცვლილი ქალის დედა გულის შეტევით დაიღუპა, მამა ინსულტით

გაგუას კლინიკაში მშობიარე გოგონას გარდაცვალებამ საზოგადოება შეძრა. იმედია, ექიმის ბრალეულობას გამოძიება დაადგენს, თუმცა ფაქტია, ,,დიდი სიყვარულით შექმნილი ოჯახი განადგურდა და გაუბედურდა”.
,,შესანიშნავი წყვილი იყო, ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. განსაკუთრებული ემოციით ელოდებოდა შვილის დაბადებას” _ მოუყვა ,,ფოქს ნიუს”-ს ოჯახის ახლობელი. მისივე ნაამბობიდან ჩანს, რომ გარდაცვლილი გოგონა ობოლი იყო და ობლობის ტკივილს ქმრის ოჯახი უმსუბუქებდა. მას მშობლები მოულოდნელად გარდაცვლია. მამა – გულის შეტევით, დედა ინსულტით. მისი ერთადერთი და კი გერმანიაში ცხოვრობს.

სიკვდილამდე გოგონას შვილის ნახვა მოუსწრია. რამდენიმე წუთი გულზეც ეწვაო, ამბობს ოჯახის ახლობელი.

ექიმი თამაზ ჭანტურია აღნიშნავს, რომ მშობიარეს ჰემოგლობინი ჰქონდა ძალიან დაბალი, 48 ერთეული. მთელი ორსულობის განვალობაში ანემიის გამო მკურნალობდა. სისხლდენა მისთვის ფატალური აღმოჩნდა. ,,3 საათზე მეტი ვიბრძოდით მისი სიცოცხლის გადასარჩენად” _ აცხადებს ექიმი.

შეგახსენებთ, რომ გაგუას კლინიკაში მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი მშობიარე 29 წლის ნინო მათიაშვილი გახლდათ. ის 30 აპრილს შეიყვანეს კლინიკაში და 1 მაისს სისხლდენით გარდაიცვალა.

ნინოს მეუღლე და ოჯახის სხვა ახლობლები გოგონას გარდაცვალებაში კლინიკის მთავარ ექიმს ადანაშაულებენ – მათი თქმით, როცა მდგომარეობა გართულდა მათ ვერ მიიღეს დროული გადაწყვეტილება, არ გააკეთეს საკეისრო კვეთა და მშობიარე დაიღუპა. კლინიკაში ბრალდებებს უარყოფენ და გამოძიების შედეგებს ელოდებიან.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

წყარო: foxnews.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close