საზოგადოება

,,სუს-ის დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება_ მოქალაქეთა უკანონო მიყურადება უმძიმესად ლახავს ადამიანის უფლებებს”

,,სუს-ი 2015 წელს 37 მილიონი ლარით დაფინანსდა, 2021 წელს კი უკვე 137 მილიონი ლარით"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2015 წელს შეიქმნა “საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფის” მისიით.
 სახელმწიფო უსაფრთხოების კანონის თანახმად, სუსი “დამოუკიდებელი, დეპოლიტიზებული და ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხის მქონე” უნდა ყოფილიყო.
 2015 წლიდან სუს-ის უფროსის თანამდებობას ვახტანგ გომელაური იკავებდა, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის დაცვას ხელმძღვანელობდა.
 სუს-ის ამჟამინდელი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, 2004-2016 წლებში ბიძინა ივანიშვილის კერძო კომპანიებში, შპს ბურჯში და ქართუ-ჯგუფში მუშაობდა.
კერძო პოლიტიკური მიზნებისთვის მოქალაქეთა უკანონო მიყურადება უმძიმესად ლახავს ადამიანის უფლებებს და სახელმწიფოში მასობრივი კონტროლისა დამყარებას ემსახურება.
 მიუხედავად სუს-ის თანამშრომელთა უცვლელი რაოდენობისა, უწყების დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება: 2015 წელს 37 მილიონი ლარით დაფინანსდა, 2021 წელს კი უკვე 137 მილიონი ლარით.
წყარო: ფლანგვის დეტექტორი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close