რედაქტორის გვერდისაზოგადოება

სუს-ის ანგარიშის განხილვის დროს პარლამენტში ჟურნალისტებს დარბაზი დაატოვებინეს

  ჟურნალისტები იმ საკომიტეტო დარბაზიდან გამოუშვეს, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს განიხილავენ. დარბაზის გარდა მედიას საკომიტეტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაც დაატოვებინეს. როგორც მანდატურის სამსახურის უფროსმა განაცხადა, სხდომათა დარბაზში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნის უფლება შესაბამისი საშვების მქონე ადამიანებს აქვთ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს ისმენენ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები, რომელთა ნაწილს ნდობის ჯგუფის ფორმატში აქვთ სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების უფლება და ასევე იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრები.
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close