რედაქტორის გვერდისაზოგადოება

„სტრასბურგის გადაწყვეტილებამ რუსთავი 2-ის საქმეზე თავზარი დასცა ხელისუფლებას“

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი, სტრასბურგის სასამართლოში რუსთავი2-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. „რუსთავი2-ის საქმეზე სტრასბურგში მიღებულმა გადაწყვეტილებამ არამარტო თავზარი დასცა ხელისუფლებას, არამედ საერთოდ დააკარგვინა თავგზა. მაფიის ლიდერ ივანიშვილის დავალებით, მისი მსტოვარი მინისტრ-ვიცე-პრემიერები ერთმანეთის მიყოლებით აკეთებენ საოცარ განცხადებებს, რომ. თურმე. ამით არაფერი არ იცვლება,“ – აცხადებს შალვა ნათელაშვილმა.

შალვა ნათელაშვილმა მთავრობის წევრებს ევროკონვენციის მუხლები შეახსენა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას შეუძლია ეროვნული სასამართლოების განაჩენების შეცვლა.

„ყველაფერ ამას აკონტროლებს მინისტრთა საბჭო, რომელსაც შეუძლია, დამრღვევი სახელმწიფოს მიმართ გამოიყენოს უმკაცრესი სანქციები, გარიცხოს ის ევროპის საბჭოდან, შეუჩეროს მას საიმპორტო-საექსპორტო ეკონომიკური პრეფერენციები და შეღავათები, შეუჩეროს უვიზო რეჟიმი და, ალბათ, ყველა ხვდებით, რომ ჩვენი მინისტრები ასეთი განცხადებით ეთამაშებიან ისეთ ცეცხლს, საიდანაც შეიძლება, დაენთოს ხანძარი, რომელშიც პირველი თითონ ჩაიწვებიან,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. მან აღნიშნა, რომ ლეიბორისტულმა პარტიამ დღეს მიმართა ევროპის მინიტრთა კომიტეტს, რომ საქართველოს მთავრობის სამ ვიცე-პრემიერს, კახა კალაძეს, ალექსანდრე ჯეჯელავას და გიორგი გახარიას, დიპლომატიური სანქციები დაუწესდეს და გაიყინოს მათი საბანკო ანგარიშები ევროპის ბანკებში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close