სხვა

სულისშემძვრელი ამბავი

„მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება ვეცდები, რამდენიმე დედამ მაინც არ განიცადოს ის უსაზღვრო ტკივილი, რომელსაც მე განვიცდი, ტირილიც კი არ შემიძლია...“

„მე არ ვიკადრებ ტყუილს და არ ვიტყვი, გულის პრობლემები ჰქონდა, უეცარი თრომბის ბრალია და ა.შ. სიმართლეს თუ დავმალავთ, მაშინ ვერც პრობლემას და ბოროტებას შევებრძოლებით. მე კი მთელი ჩემი დარჩენილი ხანმოკლე ცხოვრება ე.წ. ბარიგებთან ბრძოლას მოვახმარ, თუნდაც მომკლან, როგორც ეს ჩემი შვილის ერთ-ერთმა მკვლელმა მითხრა. ის ვერასოდეს მიხვდება, რომ ჩემთვის სიკვდილი შვებაა, მაგრამ გახარებული მოვკვდები, თუ დედებს, რამდენსაც შევძლებ, ჩემს უკიდეგანო ტკივილს ავაცილებ”, – ამ სიტყვებით იწყებს საკუთარ მიმართვას ნინო გელდიაშვილი და სოციალურ ქსელში ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს, რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ქალი საუბრობს შვილზე, რომელიც ნარკოდამოკიდებულების გამო დაკარგა:

.

– იტყვით, რაღა დროს ვიდეოს ჩაწერააო – ამ ვიდეოს ჩემი შვილისთვის არ ვწერ. ამ ვიდეოს ვწერ იმისთვის, რომ მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება ვეცადო, რამდენიმე დედამ მაინც არ განიცადოს ის უსაზღვრო ტკივილი, რომელსაც მე განვიცდი. ტირილიც კი არ შემიძლია…

ეს ვიდეო გიორგის (შვილს) არ ეხება, მაგრამ მაინც მინდა, მასზე რამდენიმე სიტყვა გითხრათ: გიორგიმ საუბარი 6 თვის ასაკში დაიწყო. 2 წლის იყო, როდესაც „ნახევარქათამას“  ზღაპარი თავიდან ბოლომდე თავისით წაიკითხა. 5 წლის ასაკში დახურა 4 კლასი. უნიჭიერესი ახალგაზრდა იყო. ისრაელში ისე არ გავუშვი, ვიდრე სალიცენზიო გამოცდას არ ჩააბარებდა. იყო ლიცენზირებული რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი. მთელი ერთი წელი ესპანურს ვმეცადინეობდი. ის მხოლოდ ერთი თვე ჩაუჯდა და ჩემზე უკეთესად ლაპარაკობდა, წერდა და უცებ ისწავლა ეს ენა.

წერდა ლექსებს, მოთხრობებს… ამხელა ნიჭთან ერთად, უსუსური ადამიანი იყო, რომელიც „არას” ვერავის ეტყოდა. მე არ მახსოვს, რამეზე მას „არა” ეთქვას არა მხოლოდ თავისი მეგობრებისთვის, არამედ ჩემთვისაც. როდესაც ადამიანს დიდი ნიჭი აქვს, ის ამავე დროს, უმეტეს შემთხვევაში, ძალიან სუსტია, როგორი ძლიერი და მაჩხუბარიც არ უნდა ჩანდეს.

თავისმა სისუსტემ, ნებისყოფის ნაკლებობამ და უუნარობამ, ეთქვა სიტყვა „არა”, დაღუპა. ასევე, დავღუპე მე. სათანადო ყურადღება ვერ მივაქციე და არ აღმოვჩნდი მის გვერდით მაშინ, როდესაც ის კვდებოდა. არა მხოლოდ მის მკვლელებს, არამედ ყველა „ბარიგას”, ვისაც მივწვდები, ვეუბნები – თქვენი ადგილი მზის ქვეშ არ არის. თქვენ ყველანი გისოსებს მიღმა უნდა იყოთ და მე ყველაფერს გავაკეთებ ამისათვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს თქვენი, ჩემო მეგობრებო. განსაკუთრებით, მათი, ვისაც თავისი შვილი აღარ ჰყავს წამლის გამო და ვინც შვილებში ამ უსაშინლეს სენს ებრძვის.

მშობლები.ჯი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close