რედაქტორის გვერდისაზოგადოება

euronews.ge და qronika.ge 17 მაისს პირდაპირ ეთერში გთავაზობთ

ხვალ, 17 მაისს, 12:00 საათზე, მთავარი პროკურატურის შენობის წინ, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი გამართავს საპროტესტო აქციას, ბავშვთა სამყაროს დაწვის შედეგად დაზარალებულთა მხარდასაჭერად და მოითხოვს დამნაშავეთა დასჯას.

……

    17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, აწყურის და ივერიის ღვთისმშობლის ხატები თბილისში შემობრძანდება. ამასთან დაკავშირებით დილიდანვე გაიმართება ღონისძიებები რამდენიმე ადგილას. 13:00 საათზე, „ვარდების“ მოედნიდან (სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარე ტერიტორია) მსვლელობა დაიწყება სამების საკათედრო ტაძრისკენ. სამების საკათედრო ტაძარში უწმინდესი და უნეტარესი ილია II გადაიხდის პარაკლისს, დალოცავს ოჯახებს, მრევლს და სრულიად საქართველოს. მიეგებე ღვთისმშობელს და გამოითხოვე წყალობა მისგან.

,,ევრონიუს ჰოლდინგი” საკუთარ ვებგვერდებზე: euronews.ge  და qronika.ge ამ ღონისძიებებს შემოგთავაზებთ პირდაპირ ეთერში.

იყავით ჩვენთან ერთად ხვალ, 12 საათიდან. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close