კატეგორიის გარეშე

პატარა გოგონას უმანკო სხეული სისხლის გუბეში, ახდილი თავის ქალით..- 414-ე ბრიგადის კოშმარული მორიგეობა

„წამის მეასედში დანგრეული ცხოვრება….
-დედა, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, მაგრამ ეხლა სიკვდილი, რომ ყველაზე დიდი შვებაა მისთვის…
– რამოდენიმე წუთით, ისევ ბედნიერი მამა, რომელმაც ჯერ არაფერი იცის მისი ოჯახის ტრაგედიის შესახებ…
– დევივით ძმა, მიწაზე გართხმული, აბღავლებული, სანუგეშო სიტყვას, რომ ვერავინ უბედავს…
– პატარა გოგონას უმანკო, უნაზესი, უსუსური, უფაქიზესი სხეული, ტროტუარზე, სისხლის გუბეში, ახდილი თავის ქალით…
– ჩვენ, სასოწარკვეთილი, ნირწამხდარი, ამ მომენტისთვის უძლური ექიმები, ამ წუთას ყველაფერს რომ ვნატრობთ ექიმად ყოფნის გარდა…
– ორი ულამაზესი ყმაწვილი, ცა რომ ჩამოექცათ თავზე, ცხოვრება რომ სატანჯველად იქციეს, დგანან გაოგნებულები, ფრთაჩამოყრილნი, ცოცხალ-მკვდარნი, უფერულები, ჯერაც რომ ვერ გარკვეულნან რა მოხდა…
– ცრემლი პატრულის თვალზე…
ყველა საცოდავია ირგვლივ, თითქოს დამნაშავე არავინაა, მაგრამ პატარა გოგონას მიმართ ყველა დამნაშავეა…

414 ბრიგადის კოშმარად ქცეული მორიგეობა, დიდხანს რომ გაგვყვება… “- წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სასწრაფოდ ექიმი – მარინა ლაგვილავა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close