საზოგადოება

ევროპის ქვეყნებიდან 192 ქართველის დეპორტაცია განხორციელდა

28 მარტიდან 18 მაისის ჩათვლით, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს 192 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაცია “პირველს” შსს საინფორმაციო-ანალიტიკურმ დეპარტამენტმა მიაწოდა.

 აღნიშნულ პერიოდში, ყველაზე მეტი – 73 ადამიანი გერმანიიდან იქნა დეპორტირებული, ხოლო ყველაზე ცოტა – ფინეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან, რომლებმაც 2 თვის განმავლობაში საქართველოს მხოლოდ 1 მოქალაქის დეპპორტაცია განახორციელეს.

ქვეყნების მიხედით დეპორტირებულთა სტატისტიკური მაჩვენებელი შემდეგია: ესპანეთი 16, საფრანგეთი
12; ბელგია 11; საბერძნეთი 11; შვედეთი 10; შვეიცარია 10; იტალია 9; პოლონეთი 9; ავსტრია 6; ლიტვა 6; დანია 5; პორტუგალია 5; ნიდერლანდები4; ნორვეგია3.
ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში, 28 მარტიდან, საქართველოს მოქალქეები ევროკავშირის ქვეყნებში გადასაადგილებლად უვიზო რეჟიმით სარგებლობენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close