რედაქტორის გვერდისაზოგადოება

ხვალ, ყველა რომ დაბრუნდეს საქართველოში, დაასაქმებთ?- ემიგრანტი ხელისუფლებას მიმართავს

  ,,პატრიარქის დღევანდელი მიმართვა ემიგრანტებზე აბსოლიტურად ადეკვატურია რეალობის. ის, რომ ყველა დაბრუნდითო, არარეალური იყო და არც არავინ დაბრუნებულა, რადგან ემიგრაციას თავისი გამომწვევი მიზეზების დასტა აქვს და ეს მოწოდებით არ გადაიჭრება. ბევრად უფრო ღრმა პრობლემაა და სანამ საქართველო გარკვეულ ეტაპს არ გაივლის, ეს პრობლემა ვერ მოგვარდება.
  ხოლო ის, რომ მანდ იყავით ოღონდ სამშობლო არ დაივიწყოთო, რეალურობიდან გამომდინარეა. სამწუხაროდ, სამშობლოს, ენის და კულტურის დავიწყების მომენტები არის ემიგრაციაში და ამაზე სახელმწიფოს მუშაობა უცხოეთში მცხოვრებ ქართველებთან აუცილებელია (იგულისხმება ქართული სკოლების, ხელოვნებისა და კულტურის კერების, სამრევლოების გახსნა, ორმაგი მოქალაქეობის გამარტივება ქართველი ემიგრანტებისთვის და ა.შ).
მოკლედ, სწორი მიმართვაა და ტყუილად ნუ აკრიტიკებთ პატრიარქს. აბა წარმოიდგინეთ, ხვალ, ყველა ემიგრანტი რომ დაბრუნდეს საქართველოში, დაასაქმებს ამ ხალხს საქართველო? დაიტევს ამდენ შრომას შეჩვეულ ადამიანს უმუშევათა რიგებში? თუ მათ მიერ გამოგზავნილი ფულით გადარჩენილ ათასობით ოჯახს გაუწევს მზრუნველობას? იქნებ იმ მილიარდობით გადმორიცხული დოლარისა თუ ევროს დეფიციტს შეავსებს ჩვენი ეკონომიკა, რომელიც აღარ შემოვა? მოკლედ რომ გითხრათ, ციფრებში თუ დათვლით და რეალურობიდან გამოხვალთ, დღეს რომ ემიგრანტები დაბრუნდნენ, საქართველო კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში ჩავარდება, ვიდრე ეხლაა და არც ეკონომიკურ კრიზისს ავცდებით და არც გაჭირვებულთა, მშიერთა და უმუშევართა მკვეთრ მატებას…
 ესაა რეალობა და მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ამ რეალობიდან უნდა გამოვიდეთ ყველა” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე უფლებადამცველი, საფრანგეთში მცხოვრები კოკა კვინიკაძე.
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close