რედაქტორის გვერდისამართალი და კრიმინალი

კახეთში გოგოს მოტაცების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

  შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში 24 წლის გოგონას მოტაცების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, 27 წლის მამაკაცს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 143 -ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. შემთხვევა დღეს გურჯაანში მოხდა. გატაცებულიც და გამტაცებელიც პოლიციამ იპოვა. ცნობილია, რომ დაზარალებულმა რამდენიმე დღის წინ პოლიციას მიმართა და განაცხადა, რომ ბრალდებული ავიწროებდა.
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close