საზოგადოება

შალვა ნათელაშვილი ყინვისგან დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი დღეს გორის რაიონის სოფელ თორტიზაში ჩავიდა და ყინვისგან დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა. შალვა ნათელაშვილის განცხადებით, სოფელს დახმარება სასწრაფოდ სჭირდება. შალვა ნათელაშვილის თქმით, მთელ საქართველოში სხვადასხვა მიზეზით გაფუჭდა მოსავალი და ხალხი შემოსავლის გარეშე დარჩა.

„ხელისუფლებიდან არანაირი დახმარების ნიშანწყალი არ ისმის და არ იგრძნობა. ხელისუფლებას მოვუწოდებ, მSalva ოიკლოს ფუფუნება და გადმოისროლოს მთელი რეზერვები ამ დაზარალებულ გლეხებთან და ფერმერებთან,“ – აცხადებს შალვა ნათელაშვილი. თორტიზაში კი ყვებიან, რომ აპრილის ცივმა ამინდებმა კურკოვანი კულტურა მთლიანად გაანადგურა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close