საზოგადოება

შალვა ნათელაშვილი: მეფობის აღდგენა წერტილს დაუსვამს ქართულ სახელმწიფოებრიობას

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისრული პარტიის თავმჯდომარე:

_ პატრიარქის გულწრფელი პოზიცია მონარქიის აღდგენაზე, ხელისუფლების მიერ გამოყენებული იქნება მთავარი პრობლემებიდან ყურადღების გადასატანად. რაც შეეხება უშუალოდ ამ ინსტიტუტის რეანიმაციას, ჩემი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად უწმინდესის მიმართ, მეფობის საქართველოში აღდგენა გახდება ჩვენი ისედაც დახლეჩილი საზოგადოების კიდევ უფრო დაქსაქსვის, ნაზირ-ვეზირობის, თავადობის, აზნაურობის მაძიებლობის, შესაბამისად, ქონებრივი სარგებლის მოთხოვნის, ჩვენი ბიუჯეტისათვის უსაქმური სამეფო ოჯახის სარჩენად კიდევ რამდენიმე მილიარდით დამძიმების და ბევრი სხვა უბედურების საგანი, რამაც შეიძლება საბოლოოდ დაუსვას წერტილი ქართულ სახელმწიფოებრიობას, ისევე, როგორც სწორედ ბაგრატიონებმა თავიაანთი ტრაქტატით დაუსვეს წერტილი 200 წლის უკან ქართულ სახელმწიფოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close