ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე – შალვა ნათელაშვილი განცხადებას ავრცელებს:

,,საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის იდეოლოგიური მდივანი, 9-აპრილის მთავარ ჯალათი ნუგზარ ფოფხაძე. ბედის ირონიით ის დღეს უკვე ბიძინა ივანიშვილის პირადი იდეოლოგიური მდივანი და რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან მისი მთავარი მეკავშირეა. ეს ბატონი ამასთან ხელმძღვანელობს დღევანდელი რეჟიმის უბინძურეს პიარ ტექნოლოგიებს, ოპოზიციის, განსაკუთრებით კი ლეიბორისტული პარტიისა და პირადად ჩემს წინააღმდეგ. მაგნიტივით იზიდავს ივანიშვილი 9-აპრილის ჯალათებს, მეორე ასეთი პალაჩი, რუსი გენერალი ლებედი, რომლის სარდლობითაც ჩვენი გოგო-ბიჭები აჩეხეს იმ ტრაგიკულ ღამეს რუსთაველზე წარმოადგენდა ასევე ივანიშვილის უახლოეს ფიგურას იმ დონემდე რომ ამ გენერლის საპრეზიდენტო-საარჩევნო შტაბი მოსკოვში,1995 წელს განთავსებული გახლდათ სწორედ ივანიშვილის როსკრედიტბანკის შენობაში, ხოლო ივანიშვილი მოღვაწეობდა ამ ჯალათის საარჩევნო შტაბის უფროსისა და მილიონებით დამფინანსებელი სპონსორის რანგში”.

კომენტარები