საინტერესო

ფუუ, რას ჰგავს – თაკო გაჩეჩილაძე ევროვიზიაზე ამ სიტყვებით ,,შეამკეს”

  მომღერალი თაკო გაჩეჩილაზე უკვე გაემგზავრა კიევში და ,,ევროვიზია 2017″-ზე გამოსასვლელად ემზადება. თაკო საკუთარ ფეისბუქზე სტატუსს წერს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,მოკლედ, მეგობრებო! ჩემო საყვარლებო! ყველას უდიდეს მადლობას გეუბნებით ამხელა სიყვარულისთვის და სითბოსთვის!!!!! მიყვარხართ და ყველანაირად ვცდილობ მაქსიმალურად გასახელოთ!!!
მაგრამ არის ერთი ფაქტორი რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინო! მე ვარ ჩათვალეთ ”ოლიმპიადაზე” და ისეთი სტრესია და ისეთ რეჟიმში ვარ, თქვენ ვერც ერთი წამითაც ვერ წარმოიდგენთ, მაგრამ მე საქმეს ბოლომდე მივიყვან!  თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ ყოველი თქვენთაგანისგან, მხვდება კიდევ ისეთი საშინელი კომენტარები, რომლებსაც ძალაუნებურად ვკითხულობ…. მთელი ევროპა და უკრაინა გიჟდება ჩვენზე ისე გვაქებენ და ქართველისგან – ”ფუ რას გავს” ან ”რას მღერის” ან ”რა საშინელი სიმღერაა” ან ”რა აცვია” უბრალოდ უხერხულია და ძალიან მტკივნეული წასაკითხია!  ეს უბრალოდ შეუგნებლობაა და პრინციპში მესმის, და ვერც გაგამტყუნებთ რადგან არ იცით აქ რა ხდება და რამხელა სტრესია დაა მ დროს პირიქით მხარდაჭერის მეტი არაფერი მჭირდება, ამიტომ ვაუქმებ Facebook-ს სანამ მორჩება ევროვიზია! ასე ჯობია ნამდვილად! მიყვარხართ!!!
დროებით!!! ” – წერს მომღერალი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close