რედაქტორის გვერდისაზოგადოება

სიკვდილის აჩრდილები სირიის თავზე – მსოფლიო ატომურად ,,იღრინება”

   შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის თავმჯდომარე – დავით ნემსაძე აცხადებს, რომ ტერაქტი სანკტ პეტერბურგის მეტროპოლიტენში, დარტყმა იდლიბის პროვინიციაზე ქიმიური პოტენციალით და აშშ-ს მიერ ასადის საარმიო ძალების დაბომბვა ტაქტიკური რაკეტებით მიუთითებს მასზედ, რომ ნელ-ნელა მსოფლიოში ბალანსი ირღვევა და დიდი არეულობისკენ მივექანებით.

 

დავით ნემსაძე:

_ სიკვდილის აჩრდილები გამოჩნდნენ სირიის თავზე. ქიმიური იარაღი, ტაქტიკური რაკეტები… იკვეთება ბირთული ომის საფრთხეთა კონტურები. მოგეხსენებათ, რომ დღეს, გამთენიისას შეერთებულმა შტატებმა ასადის რეჟიმზე სამხედრო იერიში მიიტანა. ამერიკამ 50-ზე მეტი შორი რადიუსის რაკეტა გამოიყენა. საჰაერო დარტყმები სირიაში, ჰომსის პროვინციაში მდებარე სამხედრო ბაზაზე, ხმელთაშუა ზღვაში მყოფი 2 ხომალდიდან განახორციელა. პენტაგონი ოპერაციის ამსახველ პირველ კადრებს ავრცელებს. ვაშინგტონმა იერიში მას შემდეგ განახორციელა, რაც იდლიბის პროვინციაში, ქიმიური თავდასხმის ფაქტი დაფიქსირდა. რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას მსხვერპლის შესახებ, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია. აშკარაა, რომ სირია თანამედროვე იარაღის რისხვას საკუთარ ზურგზე მსუყედ გრძნობს. ინტერესთა ინტერესების ბატალიებს დასასრული არ უჩანს. პენტაგონის მიერ გავრცელებულ ვიდეო რგოლში, რომელიც 0:33 ქრონომეტრაჟიანია საინფორმაციო ბრძოლის ხასიათს ატარებს ასახულია საბრძოლო სარაკეტო ხომალდებიდან ტაქტიკური რაკეტების გაშვების მომენტი. ღამის სიბნელეში  სილუეტებად ჩანს ხომალდების რადიოლოკაციური სისტემები, ისმის სარაკეტო შახტების გაღების სიგნალები და რაკეტების სტარტის აღებისთვის დამახასიათებელი თეთრი კვალის ინტენსივობა… ყოველივე აშკარად ქმნის ძალის დემონსტრირების სურათს და გამაფრთხილებელ მესიჯებს უგზავნის მის ოპონენტს.

აქვე დავძენ, რომ ეს იერიში შემთხვევით არ განხორციელებულა საზღვაო აკვატორიიდან. ეს ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ოპონენტს აქვს ჰეგემონია ზღვაზე და ის მეორე გეოპოლიტიკურ გიგანტთან შედარებით უპირატესობას ფლობს ამ სივრცეებში. ესეც ერთგვარი რებუსია. აღნიშნული რაკეტების გამოყენება ქიმიური იარაღის გამოყენების ტოლფასი დანაშაულია.

საკითხავია, რისგან შედგებოდა რაკეტების საბრძოლო მასა? სირია გეოპოლიტიკური გიგანტების საწვრთნელ პოლიგონად გადაიქცა. ორივე სამბრძოლო მოქმედების შემთხვევაში დარტყმები განხორციელდა მოულოდნელობის პრინციპის გამოყენებით დილით, ადრე და გვიან საღამოს, რაც აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ იარაღის გამომყენებელი მხარეები შედეგს მეტ მსხვერპლზე თვლიდნენ. ისინი მოქმედებდნენ ერთი ტაქტიკით, რაც აშკარას ხდის იმას, რომ არცერთი მხარე სისასტიკით ერთმანეთისგან არ განსხვავდება.

მოვლენათა მოკლე გრაფაში ასეთი წყობაა: ტერაქტი სანკტ პეტერბურგის მეტროპოლიტენში + დარტყმა იდლიბის პროვინიციაზე ქიმიური პოტენციალით + აშშ-ს მიერ ასადის საარმიო ძალების დაბომბვა ტაქტიკური რაკეტებით.  ყველა ამ მოვლენას ერთმანეთისგან 2-3 დღე ჰყოფს, რაც მიუთითებს იმას, რომ გეოპოლიტიკური გიგანტების ოპერატიული სარდლობები სინქრონულ რეჟიმში პასუხობენ ერთმანეთს. როგორი იქნება შემდეგი პასუხი? რუსეთს ირანში ,,ჰამადანის“ აეროპორტში განლაგებული აქვს კოსმიური ავიაცია, საიდანაც მთელ სპარსეთის ყურეს აკონტროლებს. გარდა ამისა, სირიაში ,,ხმეიმის“ აეროპორტში განლაგებული აქვს ტაქტიკური ბომბდამშენები და ზეთანამედროვე საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემები. ბოლო მოვლენას აუცილებლად უფასუხებს სისხლიანი პასუხით დედამიწის რომელ წერტილში და რა მაშტაბით, ეს დამოკიდებულია მისი პოლიტიკის პრიორიტეტზე. აშკარაა, რომ ბალანსის პოლიტიკა ირღვევა.

 როცა მსოფლიო ატომურად იღრინება, საქართველოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილის, თამარ ქაროსანიძის პასუხი სამოქალაქო თავდაცვის შექმნაზე ასეთია: ,, უწყებამ შეიმუშავა სამოქალაქო თავდაცვის გეგმა და სკოლებში V კლასელებმა უკვე იციან ქუჩაზე გადასვლის უსაფრთხოების წესი“. არცერთ სასწავლო დაწესებულებაში სამოქალაქო თავდაცვის საკითხებს ყოფილი სამხედროები არ კითხულობენ, საგანი კი შეთავსებული აქვთ პირადი შეხედულებებისამებრს ქართული ენის, გეოგრაფიის და მათემატიკის პედაგოგებს. არც ყოფილი თავდაცვის მინისტრის დროს და არც ახლა არავის ახსენდება საზოგადოება, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს დადგეს ამ საფრთხეების გამოწვევების წინ თუნდაც იმიტომ, რომ ბალანსის პოლიტიკა მსოფლიო მასშტაბით ირღვევა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close