ოპერის მომღერალმა და ახლა უკვე დენის ვორონენკოვის ქვრივმა მარია მაქსაკოვამ Эхо Москвы-სთვის მიცემულ ინტერვიუში სენსაციური განაცხადი გააკეთა: მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციულ რესპუბლიკას აქვს კანონი რომლითაც კატეგორიულად იკრძალება ორმაგი მოქალაქეობა რუსეთის დუმის დეპუტატებისა და სახელმწიფოს ხელმძღვანელ ორგანოებში მომუშავე პირთათვის, სახელმწიფო დუმის წარმომადგენლების უმრავლესობას აქვთ სხვა სახელმწიფოს, კერძოდ ისრაელის მოქალაქეობა. მათი ოჯახების უმეტესი ნაწილი კი სხვადასხვა სახელმწიფოების მოქალაქეები არიან _ თქვა მან.
 ეს ინტერვიუ ჩაწერილი იქნა ამა წლის 11 მარტს, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, კიევის ცენტრში მომხდარი გახმაურებული მკვლელობიდან. შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ რუსეთის სახელმწიფოს დეპუტატები, ცოლ-ქმარი, მარია მაქსაკოვა და მისი მეუღლე დენის ვორონეკოვი გაიქცნენ უკრაინაში და მოითხოვეს პოლიტიკური თავშესაფარი და მოქალაქეობა. უკრაინის რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ კი მათი თხოვნა დააკმაყოფილა.
 ამა წლის 23 მარტს, რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატი დენის ვორონენკოვი კიევის ცენტრალურ ქუჩაზე იქნა მოკლული, ქილერის მიერ. ქილერმა ვერ მოასწრო გაქცევა და ისიც გონმოუსვლელად გარდაიცვალა საავადმყოფოში. რუსეთმა უარყო წაყენებული ბრალდება და განაცხადა, რომ დენის ვორონენკოვი არ წარმოადგენდა მათთთვის არავითარ საშიშროებას, ის იყო უბრალო დეპუტატი და რომ მოკვლის საბაბიც არ ჰქონდა არავის. საპირისპიროს ამტკიცებს მისი მეგობარი ილია პონომარიოვი, ვისთან შეხვედრაზეც მიიჩქაროდა მკვლელობის დღეს. მან კი განაცხადა, რომ დენის ვორონენკოვის მკვლელობის მცდელობა უკვე იყო, რაც უშედეგოდ დამთავრდა. ის შემკვეთსაც ასახელებს – თანამდებობიდან გადამდგარ სამხედრო პირს. ცნობილია, რომ ის ყოველთვის ოპოზიციაში იყო მთავრობასთან კირუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, ხოლო ლოიალური იყო პრეზიდენტის მიმართ. საქმით უკვე დაინტერესებულნი არიან როგორც კიევის მთავრობის, ასევე ამერიკის სენატის წარმომადგენლები. ცნობილია, რომ ჯონ მაკეინმა პირადად დაურეკა მარია მაქსაკოვას და მიუსამძიმრა.
ნანა ჯოხარიძე
კომენტარები
Загрузка...