საზოგადოება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი პრეზიდენტის გამოსვლაში რაიმე განსაკუთრებულს არ ელოდება

,,ქართული ოცნების” უმრავლესობის დეპუტატი ლევან კობერიძე ქუთაისში პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშის განხილვის დროს განსაკუთრებულ სიახლეს არ ელოდება.

უმრავლესობის დეპუტატის განცხადებით,  მმართველი გუნდის მიმართ კრიტიკული კითხვები ყოველთვის არსებობდა და დღევანდელი რეალობაც არ არის გამონაკლისი. ,,ვერანაირ ფორსმაჟორულ სიტუაციას ვერ ვხედავ იმაში, რომ ვიღაცას შეიძლება კრიტიკული კითხვა მმართველი გუნდის მიმართ ჰქონდეს. ეს, პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში ხდება. ამიტომ პრეზიდენტის გამოსვლის დროს რაიმე განსაკუთრებულს არც ველოდებით”, – განაცხადა კობერიძემ.

7 აპრილს საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით წარსდგება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close