,,სამედიცინო სფეროში ინფლაცია ბევრად მაღალია, ვიდრე ქვეყნის საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი”
სერგო ჩიხლაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი:
_ ექიმთან კონსულტაციის ფასმა კი მოიმატა, მაგრამ სამედიცინო პერსონალის ხელფასებს და მათ კეთილდღეობას ეს არ დატყობია!
სამედიცინო სფეროში ინფლაცია ბევრად მაღალია, ვიდრე ქვეყნის საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი.
სამედიცინო და სახარჯ მასალას, რასაც კლინიკები 4 ან 5 წლის წინ ყიდულობდნენ, დღეს გაცილებით ძვირი უჯდებათ, თუმცა, საყოველთაო ჯანდაცვის მოუქნელობა არ ითვალისწინებს ამ დეტალებს და დაწესებულებები “იძულებული არიან” ამის კომპენსაცია მოახდინონ გაწეული სერვისის ხარისხის ან დასაქმებული პერსონალის ხარჯზე.
კვლავ მოიმატებს ჯიბიდან გადახდის მაჩვენებელი (განსაკუთრებით საყოველთაო ჯანდაცვის 2017 წლის ზაფხულის ცვლილებების შემდეგ), რომელიც ისედაც ყველაზე დიდია საქართველოში რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით.