„რუსეთი მშვიდობიანი ქვეყანაა. ჩვენ არ გვაქვს ტერიტორიული პრეტენზიები მეზობლებთან დამოკიდებულებაში” -განაცხადა დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა “Аргументы и Факты” ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში. რუსეთს არ აქვს არავითარი ტერიტორიული პრეტენზიები მეზობელ სახელმწიფოების მიმართ.პირიქით დაინტერესებულნი ვართ, რომ ჩვენს გარშემო იყვნენ წარმატებული და აყვავებული ქვეყნები, ვისთანაც ჩვენ გვექნებოდა ნამდვილი კეთილმეზობლური სულით გაჟღენთილი პარტნიორული ურთიერთობები,- თქვა მან.

ბოლოს კი დაამატა, რომ კერძოდ, რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ დატოვებს დონბასის მცხოვრებლებს ასეთ სავალალო მდგომარეობაში.

ქართველებს ნამდვილად არავისგან არ გვესწავლება რუსეთის „მშვიდობიანი ბუნება“. იქით, მათ მიერ წართმეული აფხაზეთი, აქეთ – სამაჩაბლო, მცოცავი ოკუპაცია ქართლში, ფეთქებადსაშიში კერები საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიებზე… „რუსული ჩექმა“ პატარა საქართველოს თითქმის ყველა კუთხეს მისწვდა და ამათი ნათქვამი რა დასაჯერებელია?!

ნანა ჯოხარიძე

კომენტარები