რედაქტორის გვერდისაზოგადოება

რეზო რევაზიშვილი: ვუერთდები პარტიას, რომელსაც უარყოფითი პოლიტიკური წარსული არ აქვს

,,ხალხის პარტიის” ლიდერმა ალექსანდრე კობაიძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესკლუბში, პარტიის ახალი წევრი ,,ნაციონალური მოძრაობის” დროს პოლიტპატიმარი, რევაზ რევაზიშვილი წარადგინა.

რევაზიშვილის განცხადებით, დიდი ბრძოლისა და ძალისხმევის მიუხედავად, ქვეყანას ისევ ის ხელისუფლება ჰყავს, რომელსაც 2007 წლიდან ებრძვის. მისი თქმით, ის უერთდება იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც უარყოფითი პოლიტიკური წარსული არ გააჩნია და ,,ხალხის პარტიის” ლიდერიც მასთან ერთად იბრძოდა იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებასთანაა კოჰაბიტირებული.

“ვუერთდები პარტიას, რომელსაც უარყოფითი პოლიტიკური წარსული არ გააჩნია. “ხალხის პარტიის” ლიდერი ალექსანდრე კობაიძეც წლებია ებრძვის იმ ხელისუფლებას, რომელსაც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები არ ახსოვთ, დაივიწყა მშიერი და გაღატაკებული ხალხი. მეც მათთან ერთად ვიწყებ საარჩევნო კამპანიას და ვფიქრობ, სერიოზულ კონკურენციას გავუწევ იმ ხელისუფლებას, რომელიც მხოლოდ საკუთარი ჯიბეებისთვის, საკუთარი ოჯახების კეთილდღეობისთვის იბრძვის.

ჩვენს ქვეყანას წაართვეს ღირებულებები და ყიდიან მიწებს, აღარ აინტერესებთ მოქალაქეების არსებობა და მათი გასაჭირი, ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენი მოქალაქეები ოქტომბრის არჩევნებზე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ.”-განაცხადა ,,ხალხის პარტიის” წევრმა, რევაზ რევაზიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close