რედაქტორის გვერდისაზოგადოება

რა უთხრა უფლებადამცველმა გიორგი თევზაძემ საქართველოს პრეზიდენტს?

„კონსტიტუცია ყველასია“ კამპანიის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილმა დამსწრე საზოგადოებას კონსტიტუციის ახალი პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებზე საკუთარი შეხედულებები გააცნო, მათი მოსაზრებები მოისმინა და დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

უფლებადამცველმა, ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი თევზაძემ (აღნიშნული ორგანიზაცია წარმოადგენს საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული პლატფორმის წევრ ორგანიზაციასაც) საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს კონსტიტუციაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში დაფუძნებულ კომერციულ კომპანიებზე და ბანკებზე მიწის გასხვისების აკძალვის ჩანაწერის აუცილებლობის შესახებ. ასევე, გიორგი თევზაძემ აღნიშნა, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება და საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს საქართველოს კონსტიტუციაში უცხოელებზე მიწის გასხვისების აკრძალვის ჩანაწერის დაფიქსირებას, მომავალში, შესაძლებელია, ქართული მიწის უმეტესი ნაწილის მესაკუთრეები აღმოჩნდნენ მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მათ მიერ საქართველოში დაფუძნებული იურიდული პირები და ბანკები.

ამ ფორმით, ქართველი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დარჩება მიწის საკუთრებისა და სარგებლობის გარეშე, რაც, ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე დადებითი შედეგის მომტანი არ იქნებაო, აღნიშნა თევზაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close