რედაქტორის გვერდისაზოგადოება

რატომ ცხოვრობდნენ ვარდიას შვილები ქიზიყში? – გვარების ისტორია

Euronews.ge იწყებს ახალ რუბრიკას სახელწოდებით – გვარების ისტორია, სადაც მოგითხრობთ მითებსა და ისტორიებს, რომლებიც კონკრეტულ გვარებს უკავშირდება.

პირველი გვარი, რომელის შესახებაც ვისაუბრებთ არის – ვარდიაშვილი.

აღნიშნული გვარის ისტორია კი ასეთია:

ვარდიაშვილები წარმოშობით კახეთიდან არიან. წინათ ამ გვარის წარმომადგენლები იყვნენ ვაჩნაძეები. ერთ-ერთი ვაჩნაძე, რომელსაც ერქვა ვარდია, წავიდა გურჯაანიდან ქიზიყში, სადაც აუშენებია სახლი და იქ გადასულა საცხოვრებლად. ვარდიას შთამომავლებს მოიხსენიებდნენ ვარდიას შვილებად, რაც აღმოჩნდა ერთგვარი საფუძველი ახალი გვარის ჩამოყალიბებისა.

დროთა განმავლობაში სახელწოდებამ ,,ვარდიას შვილები“ მიიღო გვარის ფორმა და ასე ჩამოყალიბდა გვარი – ვარდიაშვილი.

დღესდღეობით ვარდიაშვილები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არიან, როგორც ჩვენთვის ცნობილია, არსებობს ერთ-ერთი მაღალმთიანი სოფელი, რომელიც სწორედ ამ გვარის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, ანუ ამ სოფლის მოსახლეობის უმრავლესობა ვარდიაშვილია.

სოსო გაზდელიანი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close