მსოფლიორედაქტორის გვერდი

ჟურნალისტებმა ,,მაინც ამოთხარეს”, რომ ამერიკულმა ტამაჰავკებმა რუსული ИХТАМНЕТОВЫ გაანადგურეს

ცნობისათვის, ტამაჰავკის ფრთოსანი რაკეტების მსგავსად, ,,ИХТАМНЕТЫ” -ც ვინმეს რაკეტები არ ეგონოს. ეს ტერმინია, რომელიც სიტყვა სიტყვით ნიშნავს, რომ ისინი, იქ არ არიან -ИХ ТАМ НЕТ. ეს ტერმინი ნიშნავს რუსეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცს, ოფიცერს ან ჯგუფს, რომლებიც ეწევიან ჰიბრიდულ ომს სხვა, უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ეს ომი ჩვეულებრივი ომისაგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ რუსეთის ადმინისტრაცია და მმართველი ორგანოები, ამ შემთხვევში, უარყოფენ რუსეთის შეიარაღებული ძალების არსებობას აღნიშნულ ტერიტორიაზე. აქედან გამომდინარე ტერმინი ადვილად შეიძლება მიუსადაგო ტერორისტსაც კი, რომელიც სხვა ქვეყნის ტერიტორიაზეა გაგზავნილი ტერაქტის ჩასატარებლად. ამის საფუძველს იძლევა უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრა 2014 წელს. არ მოვიტყუებით თუ ვიტყვით, რომ რუსეთ – უკრაინის ჰიბრიდულ ომს უკავშირდება ამ ტერმინის წარმოშობაც. როცა მთელი მსოფლიო უყურებდა, რუსეთის ჯარი უბრძოლველად როგორ იღებდა უკრაინის სასიცოცხლო დანიშნულების ობიექტებს. ეს მაშინ, როცა რუსეთი მსოფლიოს გასაგონად თავგადაკლული ამტკიცებდა, რომ ის არაფერ შუაში არ იყო და შეიარაღებული ძალებიც მას არ ეკუთვნოდა.

ისევე, როგორც 2008 წლის აგვისტოს, რუსეთ- საქართველოს ომის დროს მოხდა. თუმცა, მაშინ ჩვენ მაინც არავინ გვიჯერებდა, უკრაინელებისგან განსხვავებით.

ახლა კი დავუბრუნდეთ აღნიშნულ ტერმინს და იმ საკითხს, რამაც ამ ტერმინის განმარტების აუცილებლობა დააყენა დღის წესრიგში. ამერიკის მიერ სირიის მთავარი ავიაბაზის ტამაჰავკის ტიპის რაკეტებით განხორციელებული თავდასხმის დროს, ავიაბაზაზე ასევე იმყოფებოდნენ რუსი სამხედროები, რომლებიც, როგორც ცნობილია, ეხმარებიან ბაშარ ასადის მეომრებს საბრძოლო მოქმედებებში. ამას იტყობინება “Диалог UA” რუსეთის საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით, რადგან მათ ჰქონდათ კავშირი სირიის არმიის ერთ-ერთ ოფიცერთან. ამავე დროს, სირიის ოფიცერმა დაადასტურა, რომ ჯერჯერობით არავითარი ინფორმაცია არ არის რუსების მხრიდან დაზარალებულთა შესახებ. მისივე თქმით რუსეთის სამხედროები კვლავ იმყოფებიან დაბომბილი აეროდრომის ტერიტორიაზე. მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასადის მომხრეებს წინდაწინ ჰქონდათ ინფორმაცია ამერიკის მიერ დაგეგმილი სარაკეტო თავდასხმითი ოპერაციის შესახებ. ამიტომ, უმეტესი ნაწილი ავიაციისა თითქოს გაყვანილი იქნა აეროდრომის ტერიტორიიდან. შეტაკების დროს განადგურებულია 4 ავია გამანადგურებელი და სამი თვითმფრინავი, რომლებიც არ იმყოფებოდნენ ანგარში მათი ტექნიკური გაუმართაობის გამო. თუმცა მანამდე რუსეთმა გამოაცხადა, რომ ამერიკის მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს მნიშვნელოვანი ზარალი იქნა მიყენებული ასადის ავიაციისთვის.

ნანა ჯოხარიძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close