რუსთავი 2-ის  წამყვანი – ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს და ფრაზებს, „ნულოვანი ტოლერანტობა“ და „ყველა დამნაშავე ციხეში“, ერთმანეთთან აიგივებს.  

„იქნებ ამიხსნათ, ნულოვანი ტოლერანტობა სხვა რა არის? ანუ, ეს ხელისუფლება უფრო ჰუმანურია მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არ დაანონსა? მაგრამ ზედმიწევნით კარგად ასრულებს ამ ფრაზის შინაარსს?! ხომ გახსოვთ რომ თქვა, ყველა დამნაშავე ციხეშიო? ეგაა რა, რაც ახლა ხდება. და დაარქვით ყველაფერს თავის სახელი“. – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

კომენტარები