რედაქტორის გვერდისაზოგადოება

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი- 2018 ჩაშლის პირასაა

გერმანელებს არ სურთ რუსეთში ჩამოსვლა, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე-2018. ბუნდესტაგი მზადაა უპრეცენდენტო ნაბიჯზეც კი წავიდეს. მიიღოს უიშვიათესი გადაწყვეტილება, რომელიც აშკარად არ შედის რუსეთის გეგმებში. როგორც მოგეხსენებათ, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება უკვე დიდი ხანი დაწყებულია, მაგრამ მიტინგის მონაწილეების ძალის გამოყენებით მასიური დაპატიმრებების გამო, მრავალი წლის წინანდელი გადაწყვეტილებები ხელახლა გადაისინჯა. ამას თან დაერთო ომონის და პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებაც, რის შედეგადაც 1000 მოქალაქემდე დააპატიმრეს რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში. გამოყენებულ იქნა აგრეთვე ცრემლსადენი გაზი და მორალური ზეწოლა, რაც სინამდვილეში გახდა გერმანელი პოლიტიკოსების პოლემიკისა და ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 2018-ის რუსეთში ჩატარების მიმართ ბოიკოტის გამოცხადების საბაბი.

ანგელა მერკელის ბუნდესტაგის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ფუქსი დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში, სადაც ასე აშკარად არ სცემენ პატივს ადამიანების უფლებებს, იმ ქვეყნის წარმომადგენლებს არ აქვთ მორალური უფლება, იყვნენ საერთაშორისო ტურნირის მასპინძლები.

ახლა გერმანელმა პოლიტიკოსებმა განაახლეს მოლაპარაკებები ჩემპიონატის შესაძლებელ ბოიკოტზე. გერმანიის ხელმძღვანელობის უფლებამოსილი რუსეთთან ურთიერთობებში გერონტი ერლერმა უკვე განაცხადა, რომ უკანასკნელი ცხრა წლის განმავლობაში და იმ მომენტიდან, როდესაც ფიფას წარმომადგენლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რის შედეგადაც რუსეთი გამოაცხადეს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლად, სიტუაცია რუსეთში საგრძნობლად გაუარესდა. მიხანე ფუქსი დარწმუნებულია, რომ ასეთ ქვეყანაში არ შეიძლება ჩატარდეს საერთაშორისო შეჯიბრი. ბევრი მისი თანამემამულე კი გარკვეული რისკის გამო არ წავა ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა რუსეთი. არც როგორც მაყურებელი წავა და არც როგორც გულშემატკივარი. მისი თქმით, განსაკუთრებული შემთხვევა უნდა მოხდეს, ასეთი ბოიკოტი და გადაწყვეტილება რომ მიიღონ, მაგრამ რუსეთი მათ არ უტოვებს გამოსავალს. ბოლო დროს რუსეთი აშკარად საშიში მიმართულებით მიემართება.

ნანა ჯოხარიძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close