საზოგადოება

,,მოვუწოდებთ მომხმარებლებს, ვალუტის გაცვლის დროს გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება”

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის გამო, თბილისში არსებულ 28 სავალუტო- გადამცვლელ პუნქტს რეგისტრაციაა გაუუქმა. ეროვნული ბანკის განცხადებით, აღნიშნული პუნქტების საქმიანობა ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს, როგორიცაა – იდენტიფიკაცია-ვერიფიკაცია, პროცესების არაჯეროვნად განხორციელება,შიდა კონტროლის სისტემის არარსებობა და სხვა. გარდა მითითებული გარემოებებისა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მეშვეობით, ხშირად ხდებოდა მომხმარებელთათვის ინფორმაციის მიწოდება გაცვლით კურსებთან დაკავშირებით. ამავე დროს, ხორციელდებოდა ტრანზაქციის საკომისიო გადასახადით დაბეგვრა და ა.შ.

ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა არ კრძალავს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ნაღდი ფულით ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისთვის საკომისიო გადასახადის დაწესებას და საყურადღებო კურსით ტრანზაქციების განხორციელებას, თუმცა ასეთ შემთხვევებში, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციის და რეგულირების წესის თანახმად, პუნქტი ვალდებულია, აღნიშნულთან დაკავშირებით სათანადო ინფორმაცია მიაწოდოს  მომხმარებელს.

,,კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მომხმარებლებს, რომ ვალუტის გადაცვლის  ოპერაციის განხორციელებისას  გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება  და ტრანზაქციის შესრულებამდე  გადამოწმონ გაცვლით კურსთან და მომსახურების საკომისიო  გადასახადთან  დაკავშირებული ინფორმაცია. იმ შემთხვევაში თუ ჩათვლიან, რომ უფლებები დაირღვა, ვთხოვთ, დაგვიკავშირდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე 2 406 406 ან მოგვწერონ  – cp@nbg.gov.ge,-საქართველოს ეროვნული ბანკი,” _ აცხადებს ეროვნული ბანკი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close