პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: სანამ ყველანი ლაპარაკობენ ისევ ჩემზე, ეს ნიშნავს, რომ რაღაც ისეთი შევქმენი…

,, იმისათვის, რომ მე გამომაცხადონ წარსულად, მაშინ უნდა შესთავაზონ რაღაც ახალი ხედვა. ჯერჯერობით ეს არის ჩემი იდეების გაუარესებული გადამღერება, ჩემს იდეებთან ან კამათი ან ჩემი იდეების გაგრძელება. ვერაფერი ახალი ვერ შესთავაზეს ქართველ ხალხს. მარტო ოდეებშიც არ არის საქმე. მთავარია, რასაც მე ვთავაზობდი და მომავალშიც შევთავაზებ საქართველოს: ეს არის თამამი, გაბედული, წინსწრები ხედვა, დიდი იდეები.

საქართველო არის პატარა ქვეყანა, მაგრამ საქართველო არის დიდი იდეების ქვეყანა, მომავალზე ორიენტირება… ჩვენ ახლა ჰაერში ვართ გამოკიდებული, არც იქით, არც აქეთ, არ ვიცით სად მივდივართ და ასე… ჩვენ გვინდა დიდი იდეები. ვინც შესთავაზებს დიდ იდებს, ის ადამიანები იქნებიან მომავალი. სანამ ეს დიდი იდეები არ არის და ყველანი ლაპარაკობენ ისევ ჩემზე, ეს ნიშნავს, რომ რაღაც ისეთი შევქმენით, რომელსაც ჯერჯერობით ვერავინ ვერ გადააჭარბა ” _ განაცხადა დღეს, ,,არჩევანის” პირდაპირ ეთერში მიხეილ სააკაშვილმა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close