საზოგადოება
,,… მიშამ ერთხელ ხელშიც ამიყვანა“- რა გაამხილა ელენე თევდორაძემ ,,ჯაჯანიძის შოუ”-ში?
გადაცემაში “სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად“ პოლიტიკოსმა ელენე თევდორაძემ საჯაროდ განაცხადა, რომ იგი დღესაც ფლირტაობს, როცა ამის საჭიროებას ხედავს. “როცა მინდა რაღაცა მოვიპოვო ჩემთვის, რაღაც სასარგებლო, პოზებსაც ვიღებ, მიმიკებსაც“. მან საზოგადოებას გაუმხილა, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტებს – ედუარდ შევარდნაძესა და მიხეილ სააკაშვილს მასთან უფლირტავიათ. “ფლირტი მახსოვს მიხეილ სააკაშვილისგანაც. მას რომ უნდოდა ჩემი მოსყიდვა, ასე ვთქვათ, იმიტომ, რომ სულ ხომ ვეტაკებოდი ყველას. აი, რომ უნდოდა, ერთხელ მიშამ ხელშიც კი ამიყვანა…“ – განაცხადა თევდორაძემ გადაცემაში.