რედაქტორის გვერდისაზოგადოება

მართვის მოწმობის აღების წესი კიდევ იცვლება

 ავტოსკოლები შესაძლოა ავტორიზაციას დაექვემდებაროს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი საუბრობს. მისი თქმით, იცვლება მართვის მოწმობის ასაღების წესიც. მოწმობის ასაღებად გამოცდაზე მხოლოდ ის პირები დაიშვებიან, რომელთაც ავტორიზებული სკოლა ექნებათ გავლილი. ეს ინფორმაცია, ოფიციალურად, უახლოეს პერიოდში გავრცელდებაო.

„ვმუშაობთ მართვის მოწმების გამოცდების პროექტზე. ვაწარმოებთ აქტიურ კონსულტაციას განათლების სამინისტროსთან, რომელმაც, თუკი კონსულტაციები წარმატებით დასრულდება, უნდა ითავოს და ყველა ასეთ სკოლას ავტორიზაცია გაატაროს. ასეთ სკოლებს ექნებათ სპეციალური პროგრამა, თუ რამდენი საათი უნდა ავარჯიშოს. მოხდება ამ ყველაფრის მონიტორინგი. გამოცდაზე გავა ადამიანი, რომელსაც ასეთი სკოლა ექნება გავლილი. ჩვენი გამოცდის სტანდარტიც იქნება მაღალი. ამ პროექტზე ვმუშაობთ როგორც დიდი რეფორმაზე”, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close