საზოგადოება

მამუკა ნოზაძე: კონკურსს, რომელიც პარლამენტმა გამოაცხადა, ფორმალური ხასიათი აქვს

 მამუკა ნოზაძე, ადვოკატი:

_ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობა ბევრს სურს და მათში ღირსეული და კარგი კანდიდატებიც არიან, მაგრამ ამ კონკურსს, რომელიც პარლამენტმა გამოაცხადა, ფორმალური ხასიათი აქვს. წინასწარ ცნობილია, თუ ვინ იქნებიან საბჭოს წევრები.

ესენი იქნებიან ნინო გვენეტაძის დაქალი, მაკა კვაჭაძე, რომელიც უზენაეს სასამართლოს თანამშრომელია. ვლადიმერ გავაშელი, რომელიც ჩინჩალაძე- ცერცვაძის დაჯგუფებას წარმოადგენს და ლობირებას უწევს ვანო ზარდიაშვილი. ზურაბ აზნაურაშვილი, რომელიც ადეშვილის პროკურატურაში მუშაობდა. მეოთხე შეიძლება იყოს ვინმე წესიერი, მაგრამ საბჭოში მის ყოფნას აზრი არ აქვს. აგრესიული უმრავლესობა ისედაც არის საბჭოში და რაც უნდა, იმას აკეთებენ.

 ისე, გავაშელი იუსტიციის საბჭოში მუშაობს- სადისციპლინო საბჭოს ხელმძღვანელობს და არცერთი დისციპლინური საქმე არ უწარმოებია. ფარსია ყველაფერი. საზოგადოების წევრები უნდა იყვნენ კანდიდატები და არა ძირმომპალი სისტემის წარმომადგენლები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close