სასამართლო პროცესის დასრულებისთანავე, „ცენტრ-პოინტი“-ს საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ პროკურატურა მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს საპროცესო შეთანხმების გაფორმებას კიდევ ერთხელ სთავაზობს. თუმცა, ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება იმ პირობით გაფორმდება, თუ ისინი ყველა დაზარალებულს ზიანს აუნაზღაურებენ და ყველა ობიექტის მშენებლობას დაასრულებენო.

„გამოძიების ეტაპზე, ასევე საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებულებს მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს არაერთხელ შევთავაზეთ საპროცესო შეთანხმების გაფორმება იმ პირობით, რომ ექვსი ათასივე დაზარალებულს აუნაზღაურდებოდა ზიანი და დასრულდებოდა მათ მიერ დაწყებული ობიექტების მშენებლობა, თუმცა ბრალდებულებმა არ გამოიყენეს ჩვენს მიერ შეთავაზებული პირობა და შესაბამისად, მათ მიმართ ვერ გავრცელდებოდა შეღავათი. ჩვენ კიდევ გამოვხატავთ მზაობას საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე და პირობები რჩება ძალაში. თუ ბრალდებულები დათანხმდებიან მას, მზად ვართ, საპროცესო შეთანხმება სააპელაციო სასამართლოში გავაფორმოთ”, – განაცხადა დავით გუმბერიძემ.

კომენტარები
Загрузка...