საზოგადოება

,,კონსტიტუცია პალტო არ არის”! – ,,ხალხის პარტია”-მ აქცია-პერფომანსი გამართა (ვიდეო)

,,კონსტიტუცია პალტო არ არის”! – ამ ლოზუნგით ,,ხალხის პარტიის” ახალგაზრდული ფრთის წამომადგენლებმა პარლამენტის მთავარ შესასვლელთან აქცია-პერფომანსი გამართა.

პარტიის ახალგაზრდული ფრთის ლიდერის, მაგდა შუბითიძის განცხადებით, დღევანდელი საპროტესტო აქციით, იმ კონსტიტუციას აპროტესტებენ, რომელიც კოჰაბიტირებულმა ხელისუფლებამ თავის საკეთილდღეოდ ტანზე მოირგო.

,,დღევანდელი ჩვენი აქცია-პერფომანსი საქართველოს კონსტიტუციის დანაწევრებას ემსახურება. ჩვენ ამ ფორმით და ტრანსფარანტებით საკუთარი დამოკიდებულება გამოვხატეთ იმ თვითნებობის მიმართ, რომელსაც ხელისუფლება სჩადის. ჩვენი მხრიდან ამ ფორმით პროტესტის გამოხატვა თვალსაჩინო და ნათელი მაგალითია, თუ რა ხდება ჩვენს ირგვლივ. ხელისუფლებამ გვინდა გაითვალისწინოს საკუთარი მოქალაქეების აზრი და მხოლოდ მოჩვენებითი განხილვებით ნუ გადაწყვეტენ ჩვენი ქვეყნის ბედს.

ასევე, ის ახალგაზრდები გვინდა გაიხსენონ, რომლებიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არაინ. ჩვენ ის ახალგაზრდები ვართ, რომლებიც მიგვატოვა ხელისუფლებამ, მიგვატოვა და ყოველგვარი განვითარებისა და პერსპექტივების გარეშე გვაცხოვრებს, ჩვენც ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ჩვენც გვაქვს უფლებები,”- განაცხადა ,,ხალხის პარტიის” ახალგაზრდული ფრთის ლიდერმა მაგდა შუბითიძემ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close