რედაქტორის გვერდისამართალი და კრიმინალი

კითხვა ევა გოცირიძეს: არ გავაკრიტიკოთ მოსამართლეები, როდესაც გადაწყვეტილება უსამართლოა?

 

ადვოკატი გიორგი ტურაზაშვილი ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ევა გოცირიძის ინიციატივას საქართველოში მოსამართლეთა დამცავი რეგულაციების შემოღებასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით არსებობს მხოლოდ პროექტი, მაგრამ თუ ის დამტკიცდა, აიკრძალება მოსამართლეთა შეურაცხყოფა.  _ არასასურველი ვენდიქტის გამო, მოსამართლეს ხშირად ამკობენ ეპითეტებით: ზონდერი, მონა, ჯიბის მოსამართე, თავის მომჭრელი და ა.შ. რაც მიუღებელია, – აცხადებს ევა გოცირიძე.

გიორგი ტურაზაშვილი:

_ რა თქმა უნდა, ვგმობ მოსამართლისადმი ნებისმიერ შეურაცხყოფას, მაგრამ მათი პროდუქტის მომხმარებელი საზოგადოებაა, ჩვენი მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირებიც.

რეგულაციებით თუ აიკრძალება მოსამართლეთა შეურაცხმყოფელი მოხსენიება, მაშინ, ალბათ, უნდა ჩამოწერონ რეგულაციებში, თუ  რა ფორმით მოახდინონ მათი კრიტიკა, როდესაც გადაწყვეტილება აშკარად უსამართლო და უკანონოა… ეს არის არასერიოზული.

მოსამართლეთა შეურაცხყოფის რეგულიაციები კი არ უნდა მიიღონ ჩვენმა ,,კომუნისტებმა”, არამედ შეურაცხმყოფელ სეგმენტში არსებულ პროფესიული ქცევის და შინაგაწესის დარღვევით უნდა მოხდეს მათი ადგილობრივი დისციპლინირება. მაგალითად: პროფესიონალები, პოლიტიკოსები და სხვა..

რჩებიან ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც არც ერთ სეგმენტს არ წარმოადგენენ და მათი ,,ენა უნდა გაასწოროს” მისაღებმა რეგულიაციებმა? არც ეს არის სერიოზული, არამც თუ საფუძვლიანი…

მაკვირვებს ჩვენი ზოგიერთი პროფესიონალის იდეები…

რედაქციისაგან: როგორც ჩანს, ევა გოცირიძეს დაავიწყდა, რომ საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close