რედაქტორის გვერდისაზოგადოება

ინგა გრიგოლიას უჩივიან

ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ ქარტიას განცხადებით მიმართეს. ქარტიის საბჭომ დასაშვებად ცნო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის“ განცხადება ტელეკომპანია „პირველი”-ს გადაცემა „რეაქციის“ წამყვანის, ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ. „სადავო გადაცემა ეთერში 3 აპრილს გავიდა და ტრანსგენდერი ადამიანებს მიეძღვნა. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ გადაცემა იყო დისკრიმინაციული, ვინაიდან წამყვანმა ვერ უზრუნველყო პროცესების მართვა.

„არ იქნა შესაბამისი ზომები მიღებული სიძულვილი ენის, დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით“. შესაბამისად, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის მეშვიდე პრინციპი, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“,- ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქარტია საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close