რედაქტორის გვერდისაზოგადოება

,,იმის გამო, რომ კლიენტმა ფული გადაგიხადოთ, ადვოკატი უნდა გაწიროთ უკანონო პატიმრობისთვის?”

,,დღეს, 5 თვიანი უკანონო, წინასწარი პატიმრობის შემდეგ პოლიტპატიმარი ადვოკატები, ნათელა გოდერიძე და მზევინარ კოსტავა გათავისუფლდნენ. 4 თვე პარიზიდან და სტრასბურგიდან დაწყებული, ვენით დამთავრებული ვაპროტესტებდი ადვოკატების უკანონო პატიმრობას. პროცესის დამთავრების შემედეგ მოწინააღმდეგეების ადვოკატმა, თამილა ქუთათელაძემ დამირეკა და ადვოკატების უფლებების დაცვის გამო ბრალი დამდო ფინანსურ ინტერესში. ადვოკატი თამილა ქუთათელაძე ითხოვდა 63 წლის პენსიონერი ადვოკატის წინასწარ პატიმრობაში დატოვებას. ისმის კითხვა, რატომ? დაახლოებით 300 ადვოკატს დავხმარებივარ და მინდა ვიცოდე, რომელიმეს მიმართ მქონია ფინანსური ინტერესი?
ადვოკატებმა, ნათელა გოდერიძემ და მზევინარ კოსტავამ მოიგეს სამოქალაქო წესით სასამართლო პროცესები. შეიძლება ადვოკატების დაპატიმრება სასამართლო პროცესის მოგების გამო?

 პატივცემულო კოლეგებო! თამილა ქუთათელაძე სააპელაციო სასამართლოდან მხოლოდ ჩემი დახმარებით გათავისუფლდა გამამართლებელი განაჩენით. მრცხვენია მის მაგივრად. აუცილებლად უნდა შევიტანოთ დისციპლინარულ დებულებაში ცვლილებები და კოლეგების ლანძღვისა და თაღლითებად მოხსენიების გამო, ადვოკატი უნდა იქნეს გარიცხული ადვოკატთა ასოციაციიდან. გაგიგონიათ, პროკურორები და მოსამართლეები ერთმანეთს თაღლითებს ეძახოდნენ? წაგებული მხარის საჩივრით, იმიტომ რომ ადვოკატმა პროცესი მოიგო, სად გაგონილა ადვოკატის დაპატიმრება?
თუ ადვოკატმა ჩაიდინა უღირსი საქციელი, ის უნდა დასაჯოს ეთიკის კომისიამ. იმის გამო, რომ კლიენტმა ფული გადაგიხადოთ, ადვოკატი უნდა გაწიროთ უკანონო პატიმრობისთვის?” _ წერს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close