მას შემდეგ, რაც ევროპის კოსმოსური სააგენტოს მარსის ირგვლივ მბრუნავმა კოსმოსურმა აპარატმა ExoMars Trace Gas Orbiter-მა დაიჭირა სიგნალი (2023 წლის მაისში), რომელშიც შესაძლოა იყოს შეტყობინება უცხოპლანეტელებისგან, სამმა სხვადასხვა ობსერვატორიამ დაუმუშავებელი მონაცემები ინტერნეტში ჩაუშვა, რათა მთელს მსოფლიოში მეცნიერ-მოყვარულებს მათი გაშიფვრის საშუალება მისცემოდათ, – წერს „სიენენი“.
.
ორმა მეცნიერმა, რომლებიც მამა-შვილი არიან – კენ და კელი ჩაფინებმა ცოტა ხნის წინ გაშიფრეს მიღებული სიგნალი, თუმცა, მისი მნიშვნელობა და შინაარსი უცნობია.
ჩაფინები ამ პროექტზე წელიწადზე მეტხანს მუშაობდნენ. მათ სიგნალი ამ წლის ივნისში გაშიფრეს, ამის შესახებ ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ 22 ოქტომბერს გამოაცხადა. მეცნიერებმა ათასობით საათი დაუთმეს ექსპერიმენტებსა და ურთულეს მათემატიკურ კომპიუტერულ სიმულაციებს.
არამიწიერ სიგნალზე ცნობილია ის, რომ ეს არის მოძრავი ამინომჟავები. ამ ეტაპზე მეცნიერები ცდილობენ ახსნან მათი არსი და ამოხსნან მათ წინაშე არსებული იდუმალი კოსმოსური თავსატეხი.
„მე წარმოდგენა არ მქონდა, რას ანახებდა, ან რას ამბობდა შეტყობინება. მქონდა ეჭვი, რომ ეს რაღაცნაირად სიცოცხლესთან იყო კავშირში“, – განაცხადა ჩაფინმა და აღნიშნა, რომ როდესაც კლასტერების გამოსახულება გამოჩნდა, მან მაშინვე იცნო ამინომჟავები, რომლებიც ჯერ კიდევ სკოლაში, ქიმიის გაკვეთილებზე ჰქონდა ნასწავლი.
ახლა, როდესაც შეტყობინება გაშიფრულია, მეცნიერებმა უნდა გაარკვიონ მისი მნიშვნელობა და გასცენ პასუხი ყველაზე რთულ კითხვას – რატომ გამოაგზავნა ის სხვა ცივილიზაციამ კოსმოსში.
პრაიმტაიმი