სანდრო ბრეგაძე, პოლიტიკოსი:

_ მოღალატეები ხართ და ქართველების მოძულეები!!! მარჯანიშვილის მოედანი საბოლოოდ არაბებს და თურქებს გადაცეს. იქ, სადაც დღეს ქართველი გარემოვაჭრეები აყარეს, დაახლოებით 5-10 მეტრში, რამდენიმე ათეული არაბული ღამის კლუბი და ჩილიმ-ბარია განთავსებული. თურმე არაბ და თურქ სუტინიორებს ხელს უშლიდნენ ქართველი გარემოვაჭრეები და ამიტომ გამოაძევეს მარჯანიშვილის მოედანსა და ე.წ.პლეხანოვზე.

კვირიკაშვილო!!! შენ არ იყავი, რომ იპოპულისტე და თქვი, სასწრაფოდ დახურეთ უცხოელების გახსნილი საეჭვო დაწესებულებები მარჯანიშვილზე და რესპუბლიკის მოედანზეო??? ერთი ღამის კლუბი არ დახურეთ და რამდენიმე ახალი გახსენით, სამაგიეროდ ქართველები, გაუბედურებული ხალხი ულუკმაპუროდ დატოვეთ. მილიონები შემოგდით წილების სახით და ამიტომაც პატრონობთ მათ. დამონებულია ხალხი, თორემ გამოვიდოდა ახლა მთელი თბილისი და კუდით ქვას გასროლინებდათ!!!

კომენტარები