პოლიტიკა

თამარ ჩუგოშვილი: ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმებას არ გამოვრიცხავ

ჩვენ ბევრ კომპრომისზე წავედით და კიდევ შეიძლება წავიდეთ შეთანხმებაზე, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსის მიღწევის შესაძლებლობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

თამარ ჩუგოშვილს იმედი აქვს, რომ ოპოზიციურ პარტიებთან რამდენიმე თემაზე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.

“ჩვენ მივიღეთ ასეთი ვითარება, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსი არის პოზიტიური, კარგი და სწორი, მაგრამ პოლიტიკური პროცესი, როგორც ხდება ხოლმე საქართველოში ყოველთვის, ძალიან რთულდება და შეთანხმება ძალიან ჭირს განსაკუთრებით პოლიტიკურ აქტორებს შორის. მე მგონია და იმედი მაქვს, რომ ჯერ კიდევ არის იმის სივრცე, რომ რამდენიმე თემაზე, იმ ოპოზიციურ პარტიებთან, რომლებსაც რაციონალური მიდგომები გააჩნიათ, საუბარი მოხდეს, თუმცა დეტალებზე საუბარი ამ წუთში გამიჭირდება”, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, ოპონენტების მოერ დაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე ჩნდებოდა განცდა, რომ მოთხოვნების მიზანი შეთანხმების მოუღწევლობა იყო.

“მე ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ კონსენსუსი შესაძლებელია. თუმცა, დიდი მოლოდინი არ მაქვს, რადგან სრულიად არარაციონალურ ქცევებს ვხედავდით დიდი ხნის განმავლობაში. იყო ისეთი მოთხოვნები, რომლის დაკმაყოფილებაც ფიზიკურად შეუძლებელი იყო და ჩნდებოდა განცდა, რომ ამის მიზანი იყო რომ შეთანხმება ვერ მომხდარიყო. თუ ეს დამოკიდებულება და მიდგომა შეიცვალა, მაშინ შეთანხმება შესაძლებელია. ჩვენ ბევრ კომპრომისზე წავედით და კიდევ შეიძლება წავიდეთ შეთანხმებაზე”, – აღნიშნა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.

ინტერპრესნიუსი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close