ზაზა სვანაძე – რეჟისორი, ჟურნალისტი:

_ ძნელია ასეთ დროს დაპირისპირების თავიდან არიდება. რას აკეთებთ ამ მიმართულებით ? საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, პრევენციული ზომების მიღებაზე მუშაობთ?

ბოლო დღეების განმავლობაში, ვრცელდება ცნობა, რომ ,,ღამის მგლები,, – ანუ კრემლის ფავორიტი ბაიკერები, რომლებიც ე.წ. გეორგიევსკის ბაფთებით, პუტინის პოლიტიკის ტირაჟირებით არიან დაკავებულნი, 9 მაისისთვის თბილისში ჩამოსვლას აპირებენო. ეჭვი გამიჩნდა, ,,პუტინის მგლების” თუ კრემლის ბაიკერების ვიზიტს ხმაური მოჰყვებოდა, რადგან ძნელია, ასეთ დროს დაპირისპირების თავიდან არიდება.

ამ წუთებში კი წყარომ მომაწოდა ცნობა იმის შესახებ, რომ ყოველივე ზემოთ აღნიშნული, მხოლოდ ჭორია, დეზინფორმაცია, რომელიც კონკრეტული ადამიანის- ირაკლი ყიფიანის ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენოს. ამ ყველაფრის დასტურად კი ,,ღამის მგლების,, განრიგის ამსახველი ბმულიც ჩამიგდო- მათი დასალაშქრი ობიექტების სიაში ამჯერად თბილისი არ ფიქსირდება.

აქვე დავამატებ- არანაირი პიროვნული დაპირისპირება ირაკლი ყიფიანთან არ მაქვს, უბრალოდ, ეს არის ის, რაც მე ამ ეტაპზე ვიცი- შეგიძლიათ თავად გადახედოთ მოტომოყვარულთა კლუბის კალენდარს.

იხილეთ ბმული: http://www.nightwolves.ru/nw/events/

კომენტარები
Загрузка...